ანაკლიაში აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ თანამდებობაზე საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების გაზრდა გახადა შესაძლებელი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის, სოციალური და ახალგაზრდული პროგრამების შედეგებზე, ასევე შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებზე.