10 ივლისი 2026,   14:53
ვრცლად
ახმეტაში ბრაკონიერების ფაქტი გამოვლინდა - მოქალაქე წითელ ნუსხაში შესულ მდინარის კალმახს ელექტროშოკით იჭერდა

ბრაკონიერობის ფაქტი კახეთში - ახმეტის რაიონში, სოფელ მატნის მიმდებარედ, მოქალაქე წითელ ნუსხაში შესულ მდინარის კალმახს ელექტროშოკით იჭერდა.

სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული თევზი და ელექტროიარაღი უკვე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ელექტროშოკით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

 

დღის ამბები