10 ივლისი 2026,   16:06
ვრცლად
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა - აიათოლა ალი ხამენეი იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალეს

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის სამგლოვიარო ცერემონია დასრულდა. აიათოლა ალი ხამენეი ირანის ქალაქ მეშჰედში, იმამ რეზას მავზოლეუმში დაკრძალეს. მეშჰედი ხამენეის მშობლიური ქალაქია.

ერთკვირიანი ცერემონია 3 ივლისიდან თეირანსა და ირანის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მილიონობით ადამიანი, ირანის დროშებითა და ხამენეის ფოტოებით, ქუჩებში იყო გამოსული.

ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის პირველ დღეს მოკლეს. ხამენეის მემკვიდრე მისი ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი გახდა, რომელიც საჰაერო დარტყმის დროს იმავე რეზიდენციაში იმყოფებოდა და დაიჭრა. მას შემდეგ მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა. ის არც მამის დაკრძალვას დასწრებია.

დღის ამბები