11 ივლისი 2026,   17:11
ვრცლად
ცნობილი ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ცნობილი ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 93 წლის ასაკში გარდაცვლილი პოეტი უკანასკნელ გზაზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდზე ჭანტურიას ხსოვნას პატივი კოლეგებმა, მეგობრებმა და პოლიტიკოსებმა მიაგეს.

თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და არაერთი პრემიის ლაურეატი მდიდარი შემოქმედებითაა ცნობილი. მისი ნაწარმოებები, რომლებიც პოეზიასთან ერთად საბავშვო კრებულებს, კრიტიკულ წერილებსა და თარგმანებს მოიცავს, მრავალ უცხო ენაზეა თარგმნილი.

დღის ამბები