თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საარჩევნო დახმარების კომისიის ბოლო სამი წევრიც გაათავისუფლა, რომელიც დამოუკიდებელი ფედერალური კომისიაა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო ოფიცრებს დახმარებას უწევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ორპარტიული კომისიის დარჩენილი სამი წევრი, ხუთშაბათს სხვადასხვა მიზეზის გამო, იძულებული გახდა თანამდებობები დაეტოვებინათ. რესპუბლიკელთა მიერ დანიშნულმა ერთმა წევრმა თანამდებობა დატოვა, ხოლო დემოკრატების მიერ დანიშნული დანარჩენი ორი წევრი თეთრი სახლის პერსონალის მართვის ოფისიდან ელექტრონული ფოსტით გაათავისუფლეს. კომისიის მეოთხე წევრმა თანამდებობა აპრილში დატოვა.
როგორც Reuters-ი წერს, გათავისუფლებები უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა, რომელმაც პრეზიდენტს დამოუკიდებელი სააგენტოების თანამშრომლების გათავისუფლების უფრო დიდი უფლებამოსილება მისცა და ამავდროულად, ტრამპი, ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, შტატების მიერ ტრადიციულად მართულ საარჩევნო პროცესებში, ფედერალური ჩარევის უფრო ფართო ინიციატივას იჩენს.