ზღვის აქტიურ სეზონთან დაკავშირებით, გურიის სანაპირო ზოლზე დამატებით 100 ნაგვის ურნა განთავსდა.
დასუფთავებისთვის საჭირო ახალი აღჭურვილობა და ინვენტარი ადგილობრივ თანამშრომლებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა ადგილზე გადასცეს.