ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გრძელდება. მსმენელის წინაშე სოულის სუპერ ვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა, რომელმაც მელომანებს მან ემოციებით სავსე საღამო აჩუქა.
ფესტივალი დღეს ბენდ "გოსთ ნოუთის" კონცერტით დაიხურება. შავი ზღვის ფესტივალი წელს მსოფლიო ჯაზის გამორჩეული წარმომადგენლის მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ბათუმი მსოფლიო ჯაზის გამორჩეულ შემსრულებლებს ყოველწლიურად მასპინძლობს და მსმენელს მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოებს სთავაზობს.
ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.