12 ივლისი 2026,   22:15
ვრცლად
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში, ქართლის დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული - "სააკაძეობა" გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში, ქართლის დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული - "სააკაძეობა" გაიმართა.

სააკაძეობა" წლები არ ჩატარებულა და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მისი აღდგენა გასულ წელს მოხდა.

ნოსტეში დღეს გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული, ხალხურ საკრავთა და ცეკვის ანსამბლები, ასევე "ჰოროლი" - ქართული საბრძოლო ხელოვნების ნომრებით.

დღის ამბები