აშშ-ის ბოლო იერიშების შედეგად, ირანში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Abc News-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, დაღუპული ქალაქ მაჰშაჰრში, სასოფლო-სამეურნეო წყლის სატუმბი სადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. გამოცემა იტყობინება, რომ გარდაცვლილი კომპლექსის დაცვის თანამშრომელი იყო.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმების სამიზნე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო რადარის სადგურები, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატები და მცირე ზომის გემები იყო.