15 ივლისი 2026,   02:19
ვრცლად
"ჩვენ წარმოვადგინეთ მათივე საჯარო განცხადებები, რომელსაც მოჰყვა კონკრეტული ქმედება" - ბიძინა გიორგობიანი საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი გრძელდება. სასამართლოზე კითხვებს უკვე უპასუხეს ვატო შაქარიშვილმა, ლევან ნიკოლეიშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა.

8 პოლიტიკოსს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის არის საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.

პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პოლიტიკური მდივნის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, სასამართლოზე წარადგინეს საჯარო განცხადებები, რომლებსაც კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები მოჰყვა.

"საქართველოში ეწეოდნენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, საბოტაჟს, მუშაობაში ხელის შეშლას, ახდენდნენ ძალადობრივი აქციების ორგანიზებას და ეს ძალადობრივი აქციები შემდეგ გადაიზარდა სამოქალაქო შეტაკებებში სამართალდამცავებთან. ჩვენს მიერ იქნა წარმოდგენილი მათვე საჯარო განცხადებები, რომელსაც მოჰყვა კონკრეტული ქმედება. ეს განცხადებები შემდეგ გადაიზარდა ქმედებაში, რომელი ქმედებებიც ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიითაც და შემსწრე იყო მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა იმ საშინელების, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

დღის ამბები