უხვი ნალექი თბილისში - ღამით ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გზის სავალი ნაწილები. რიგ შემთხვევაში, გაჭირდა გადაადგილება.
მთელი ღამის განმავლობაში, პრობლემურ ტერიტორიებზე მუშაობდნენ "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ვითარებას პრობლემურ ზონებში ადგილზე გაეცნო თბილისის მერი.