23 ივლისს გერმანიაში ელჩების აკრედიტაციის ოფიციალური ცერემონია იგეგმება. ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური განრიგის მიხედვით, ღონისძიებაზე, სხვადასხვა ელჩს შორის ჩამონათვალში პირველია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ალექსანდრე კარტოზია პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს ოფიციალურად გადასცემს.
დიპლომატიური პროცედურის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული. ამ დროისთვის, მის შესახებ ოფიციალური ცნობა აღარ იძებნება.