22 ივლისი 2026,   12:13
ვრცლად
ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გადააყენა. მას ამ პოსტზე მიხაილო დრაპატი შეცვლის.

საკადრო ცვლილებას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადადგომა და მასშტაბური საპროტესტო აქციები. მედიის ცნობით, სწორედ ეს პროტესტი გახდა სირსკის გათავისუფლების მთავარი მიზეზი.

ზელენსკის გადაწყვეტილების ოფიციალური მოტივი არ დაუსახელებია - მან აქცენტი სირსკის დამსახურებებსა და ფრონტზე მიღწეულ წარმატებებზე გააკეთა.

დღის ამბები