ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაცია გრძელდება - ამერიკულმა ავიაციამ ირანის სამხედრო ობიექტებზე, დრონების საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე 75-წუთიანი იერიში მიიტანა.
პასუხად, თეირანმა ქუვეითსა და იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზებს სარაკეტო დარტყმები მიაყენა, ჰორმუზის სრუტეში კი ორ ტანკერს დაესხა თავს.
პარალელურად, იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში საუდის არაბეთის გემები დაბლოკეს. ექსპერტთა შეფასებით, ეს რეგიონში საზღვაო გადაზიდვების ფასს მკვეთრად გაზრდის.