22 ივლისი 2026,   20:57
ვრცლად
სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს - ირაკლი კობახიძე

ჩემთვის დიდი პატივი იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრა სინგაპურში ჩემი პირველი ვიზიტის ფარგლებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.

"საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე," - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები