საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევრები დააჯილდოვეს.
ღონისძიება ბათუმში შედგა. მას განათლების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ორდღიანი ფორუმის მთავარი მიზანი ქართული მეცნიერების განვითარება, ინსტიტუციური თანამშრომლობა და ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერაა.