ევროპაში რეკორდული ტემპერატურით გამოწვეულ ხანძრებს ებრძვიან - საფრანგეთში, ვარის დეპარტამენტში ცეცხლმა 1 700 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. კერები სამი ქალაქისკენ მიმართულებით ვრცელდება. სტიქიის ზონაში 800 მეხანძრე მუშაობს, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, გადაკეტილია საქალაქთაშორისო მაგისტრალები.
მეზობელ ესპანეთში, ხანძარმა 30 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გადაწვა. ევაკუირებულია მოსახლეობა 34 მუნიციპალიტეტიდან.
საგანგებო ვითარებაა სიცილიის რეგიონშიც. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ანადგურებს.
ამ ფონზე, რეკორდული ტემპერატურაა საბერძნეთში - ათენში 42 გრადუსი ფიქსირდება. აკრძალულია ღია ცის ქვეშ მუშაობა და ამოქმედდა საგანგებო პროტოკოლი.