ერთ-ერთი, რაც პროცესებს აფერხებს, არის ჯანსაღი ოპოზიციის არ არსებობა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მცირე მხარდამჭერები ჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არიან უმრავლესობა და ამ ილუზიურ პროცესებში ამყოფებენ იმ საზოგადოებას, რომელიც მილევადია. შეცოდებას ნამდვილად იმსახურებენ ეს ადამიანები. ვისურვებდი, რომ ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდნენ ჯანსაღ აზროვნებას, - განაცხადა გადაცემაში "იმედი LIVE" საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, ოპოზიციის მცირე მხარდამჭერებს შესწევდეთ უნარი, რომ რეალურად შეაფასონ ფაქტები.
"არავინ სთხოვს მათ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი გახდი, მაგრამ რეალობის შეფასება უნდა შეძლონ. რეალობის შეფასება რომ შეძლო ცოტა სიღრმისეულად უნდა შეხედო პროცესებს და ერთი დღით არ უნდა იცხოვრო. უნდა გადახედო, წარსულში ვინ რით სულდგმულობდა და ვინ რას იძახდა და ვისი გზავნილები გამართლდა. მე ხომ ჩემს მოგონილ ფაქტებზე არ ვსაუბრობ. განხორციელებულ დინამიკაზე მაქვს საუბარი და შეფასებებზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მმართველები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები აკეთებენ," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.