24 ივლისი 2026,   03:30
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაეყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ქვეყანა განავითაროს.

"ჩვენ გვჯერა პირველ რიგში ჩვენი სამშობლოსი, ქარტეხილებში გამოვლილი ჩვენი მარადიული სამშობლო, რომელიც აქამდე მოვიდა. მჯერა მე მარადიული საქართველოსი, მარადიული ქართველის, რომელმაც ეს ყველაფერი აიტანა, შეიცნო. დღეს გვაქვს შესაძლელობა ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ. რა არის ეს ღირებულებები? ეს არის 7 საყრდენი. ეს არის ჩვენი აწ გარდაცვლილი პატრიარქის გზავნილი - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ასევე ილია ჭავჭავაძის დატოვებული საუნჯე - მამული, ენა სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე. ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაეყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო. ეს ისეთი ღირებულებებია, რომ ერთსაც ვერ შევეხებით, ერთიც რომ უგულვებელვყოთ დაირღვევა მთავარი. ეს ის ღირებულებებია, რომლის გამოცდილებაზეც დღევანდელი საქართველო და ქართველი არსებობს. დღევანდელ გლობალურ გამოწვევებში ეს სადღაც დარღვეულია. ყველას მოგვწონს დასავლეთ ევროპა, ხუროთმოძღვრების ძეგლები, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს შენობები არის მუზეუმის რეჟიმში. ჩვენ ამ ყველაფერს გადავრჩით და ეს ცოცხალი პროცესია.

სახელმწიფოებრიობაც დაგვიკარგავს, დაქსაქსულებიც ვიყავით, ძალიან მცირეც დავრჩით, მაგრამ სწორედ სამშობლოს გაგებამ ყველა ჩვენთაგანში არის. სამშობლოს შეგრძნება ჩვენს ყოველდღიურობაში, ნებისმიერ პროფესიაში უნდა არსებობდეს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები