27 ივლისი 2026,   12:26
ვრცლად
ევროკავშირმა რუსული კომპანია "ინტერ რაო​" დაასანქცირა

ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტში რუსული ენერგეტიკული კომპანია "ინტერ რაო" შეიყვანა. სანქცირების მიზეზი კომპანიის მხრიდან რუსეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერაა, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციასა და ყირიმის ანექსიაზეა პასუხისმგებელი.

ენერგოკომპანია საქართველოში რამდენიმე ენერგოაქტივს ფლობს. კომპანიის საკუთრების სტრუქტურის მიხედვით, "ინტერ რაო​" ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელია, რომელიც თავის მხრივ "თელასის" და "თელმიკოს" აქციების ფლობს.

კომპანიის მფლობელობაშია "ხრამი 1-ისა" და "ხრამი 2-ის" ჰიდროელექტროსადგურებიც.


"ქართულ ოცნებაში" წინა ხელისუფლების ნაბიჯებს ანტისახელმწიფოებრივს და მოღალატეობრივს უწოდებენ. იხსენებენ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთზე გასხვისებულ სტრატეგიულ ობიექტებს, რაც ქვეყანას პრობლემებს დღემდე უქმნის.

"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა რუსეთის ფედერაციას. ამავდროულად, ჩვენ გვახსოვს, რომ რკინიგზის გაყიდვასაც კი აპირებდნენ, სტრატეგიული ობიექტის და უმნიშვნელოვანესი ობიექტის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, თავდაცვის ნაწილში. ამ დროს ამბობდა კახა ბენდუქიძე, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, გარდა სინდისისა, კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ," როგორც აღმოჩნდა სინდისიც გაყიდა. საკუთარი ჩადენილ ქმედებებზე ცდილობენ, რომ ხელი შეაწმინდონ "ქართულ ოცნებას." საუბრობენ, რომ 14 წლის განმავლობაში, რატომ ვერ შეწყვიტეთ ის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ თვითონ დავდეთო. ამ მარაზმში არიან ეს ადამიანები გადასულები. მთავარია, რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს სახელმწიფო არის გარანტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეექმნებათ არავითარი სოციალური პრობლემა," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

 

დღის ამბები