26 ივლისი 2026,   20:25
ვრცლად
გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა

გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა. "რუსთავი 2-ის" გამორჩეული ტელესახე და ცნობილი ჟურნალისტი, 2001 წლის 26 ივლისს, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. ის 26 წლის იყო.

გიორგი სანაია "რუსთავი 2-ში" 1999 წლიდან მუშაობდა - იყო "ღამის კურიერის" წამყვანი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად.

ჟურნალისტი საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

დღის ამბები