აქტივისტი თორნიკე თოშხუა დღეს საღამოს საათებში, თბილისის საკრებულოს შენობასთან დააკავეს. მას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელში ეჭირა ბანერი, რომელზეც უცენზურო შინაარსის ფრაზა იყო დატანილი.
როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას შს სამინისტროში აღნიშნეს, თორნიკე თოშხუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.