27 ივლისი 2026,   15:01
ვრცლად
კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" და რეალურად მათ პატრონებს აქვთ სურვილი, კიდევ უფრო მეტად გააჩაღონ დაპირისპირება საზოგადოებაში - არჩილ გორდულაძე

"ქართული ოცნება" ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მხრიდან ფეიკ ნიუსების გავრცელებასა და საზოგადოებისთვის პროვოკაციული ინფორმაციების მიწოდებაზე საუბრობს. სოციალურ ქსელებსა და რამდენიმე ოპოზიციურ მედიაში დაიწერა, რომ რუსი მეომარი და სამხედრო ივან დებალცინი საქართველოში ცხოვრობს. გაავრცელეს დებალცინის ფოტოც და პირადი ინფორმაცია. გადამოწმების შედეგად კი ირკვევა, რომ ინფორმაცია ყალბია. მითითებულ პიროვნებას საზღვრის კვეთა საერთოდ არ უფიქსირდება, რეალურად კი ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების გავრცელებულ ფოტომასალაზე სხვა რუსი სამხედროა, რომელიც ასევე არასდროს ყოფილა საქართველოში. "ქართულ ოცნებაში" პროვოკაციებსა და დეზინფორმაციაზე საუბრობენ.

"კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" და რეალურად, მათ პატრონებს, აქვთ სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად გააჩაღონ ცეცხლი, დაპირისპირება საზოგადოებაში და დაპირისპირების ტემპერატურა აწიონ. ამიტომ, მათ შორის, ავრცელებენ ისეთ დეზინფორმაციას, როგორიც არის, რომ მაგალითად კონკრეტული სახელი და გვარის მქონე ადამიანი, რომელსაც არც ეს სახელი და გვარი არ ჰქონია თურმე და სხვა სახელი აქვს, ეს ადამიანი საერთოდ არ ჩამოსულა საქართველოში, არც ერთი და არც მეორე სახელი და გვარის მქონე ადამიანი საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ ამ ყველაფერს ავრცელებენ, საკუთარ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე აღშფოთდებიან და ისევ ხელისუფლებას მოუწოდებენ რეაგირებისკენ.

ეს ყველაფერი მიზანმიმართული მცდელობაა, რომ სახელმწიფოში სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაცია შეირყეს, რომ თითქოს ჩვენ მორღვეული გვაქვს საზღვრები და ყველას აქვს შესაძლებლობა საქართველოში შემოვიდეს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, პირიქით - საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი საზღვრები იყოს დაცული", - აცხადებს  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე

დღის ამბები