29 ივლისი 2026,   01:18
ვრცლად
3 000 ახალი ვაკანსია საჯარო სექტორში - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გრძელდება

პრაქტიკული გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და ახალი პერსპექტივები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სტაჟირების პროგრამა გრძელდება. პირველი სექტემბრიდან საჯარო უწყებებში 3 000 ახალი ვაკანსია გამოცხადდება. მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც დასაქმებას კურსდამთავრებულები შეძლებენ. უწყება მომავალ დიპლომატებს ახალ გამოცდილებას სთავაზობს.

ახალი კადრების მიღებით დაინტერესებულია ეკონომიკის სამინისტრო. ვაკანტურ პოზიციებზე, პრიორიტეტული მიმართულებით, შესაბამისი ცოდნის მქონე ახალგაზრდებს ელოდებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც.

ახალი სემესტრიდან 150-ზე მეტ კურსდამთავრებულს მიიღებს განათლების სამინისტრო. გივი მიქანაძის განმარტებით, სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებისთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

პროგრამის მიზანი ახალგაზრდების პროფესიული ხელშეწყობაა. სტაჟირების ამოქმედებიდან დღემდე, მონაწილეთა უმრავლესობა საჯარო უწყებებში უკვე დასაქმებულია. მსურველებისთვის, მთავრობამ მოუწოდა მუნიციპალიტეტებსაც, გაზარდონ თავდაპირველი კვოტები, რომ ახალგაზრდებმა დასაქმება საკუთარ რეგიონებშივე შეძლონ.

სტაჟირება სრულად ანაზღაურებადია. მსურველებს განაცხადის გაკეთება სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით შეუძლიათ. პროგრამის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების ნაწილი დასაქმებას იმ უწყებებში გააგრძელებს, სადაც სტაჟირება გაიარეს.

დღის ამბები