29 ივლისი 2026,   03:30
ვრცლად
ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, თეთრი სახლი დატოვა.

ტრამპმა ოვალურ კაბინეტში შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან გამართა.

"ორივე შეხვედრა პოზიტიური და პროდუქტიული იყო" - დაწერა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლინ ლივიტმა X-ზე მას შემდეგ, რაც ტრამპი ცალ-ცალკე შეხვდა ნეთანიაჰუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ისრაელის ოფიციალურმა პირმა, რომელსაც ნეთანიაჰუ-ტრამპის შეხვედრის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა, რომელიც ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად კარგ გარემოში წარიმართა.

"ლიდერებს შორის არსებული შესანიშნავი ქიმია აშკარა იყო" - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საერთო მიზანს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება. მხარეებმა ასევე განიხილეს ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

ორივე შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო.

დღის ამბები