ახმეტის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს, "ხადორობა - 2026"-ს აღნიშნავენ. ღონისძიებებს შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ესწრება.
დეპუტატებმა დაათვალიერეს ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ასევე მოინახულეს ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
შალვა პაპუაშვილი სოფელ დუისის, მატანის და პანკისის ხეობის მოსახლეობასაც შეხვდება.