02 აგვისტო 2026,   12:10
ვრცლად
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მონაწილეების მორიგ ნაკადს - მრჩეველთა საბჭოების წევრ მოზარდებს მასპინძლობს

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი მონაწილეების მორიგ ნაკადს - მრჩეველთა საბჭოების წევრ მოზარდებს მასპინძლობს.

სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებთან ერთად, საბანაკე დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრის სესიებია. არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ანსამბლ "რუსთვის" სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი და მომღერალო სალომე ბაკურაძე ესწრებოდნენ.

ცნობილმა სახეებმა ახალგაზრდებს საკუთარი კარიერული და შემოქმედებითი გზა გააცნეს, ისაუბრეს ეროვნულ ღირებულებებსა და იმ გამოწვევებზე, რაც დღეს მოზარდების წინაშე დგას.

ანაკლიის ბანაკი მიმდინარე წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს უმასპინძლებს.

საგანმანათლებლო და რეკრეაციულ აქტივობებთან ერთად, პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების სოციალურ ინტეგრაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

დღის ამბები