გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე, ბერუაშვილს კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ნია იმნაძემ მეგობრებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას, უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი, ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად, თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. დანაშაულის ჩადენისთანავე კი გიორგი რიკაძე დაუკავშირდა მეგობარ ანასტასია ბერუაშვილს და შეატყობინა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმისა და დანაშაულის შედეგად მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების თაობაზე.