14 აგვისტო 2026,   16:50
ვრცლად
ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა მონაწილეების მეოთხე ნაკადს უმასპინძლა

ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა მონაწილეების მეოთხე ნაკადს უმასპინძლა.

საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს ტელეპროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მუსიკალური ჯგუფის "ქუჩის ბიჭების წევრები - ზურა ხაჩიძე და ირაკლი ნოზაძე შეხვდნენ და მათ, არაფორმალურ გარემოში, პროფესიული და შემოქმედებითი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს შრომისმოყვარეობის, გუნდური მუშაობის, მუსიკისა და ტელემედიის როლზე წარმატების მიღწევის პროცესში.

ახალგაზრდებმა სტუმრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 13 სექტემბრის ჩათვლით 11 ნაკადს უმასპინძლებს და ჯამში 2 640 ახალგაზრდას, მათ შორის 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს მიიღებს.

დღის ამბები