17 აგვისტო 2026,   17:04
ვრცლად
ირანი წნეხისა და ულტიმატუმების ქვეშ არ მოქმედებს - ირანის საგარეო უწყება აშშ-თან 60-დღიანი ვადის ამოწურვას ეხმაურება

ირანი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან არასდროს არსებობდა მყარი 60-დღიანი ვადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ისმაილ ბაღაეიმ განაცხადა, რომ ივნისის მემორანდუმი მხარეებს სანქციებისა და ბირთვული საკითხის განსახილველად მხოლოდ 60 დღეს აძლევდა და ეს ვადა შესაძლებელი იყო გაგრძელებულიყო.

მისი თქმით, ირანი გადაწყვეტილებებს "წნეხის, ულტიმატუმებისა თუ დროის ლიმიტების" პირობებში არ იღებს. ბაღაი ასევე ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებები რეალურად არასდროს დაწყებულა, რადგან აშშ-მა შეთანხმება ხელმოწერიდან სულ რამდენიმე კვირაში დაარღვია.

მისი თქმით, ამჟამად ირანი ყოველდღიურ საკითხებზეა ფოკუსირებული, ხოლო მისი სამხედრო ძალები "სრულად ფხიზლად" რჩებიან.
60-დღიანმა ვადამ დღეს ყოველგვარი შეთანხმების მიღწევის გარეშე ჩაიარა. თუმცა, ვაშინგტონი სიტუაციას სხვანაირად აფასებს და ბრალს ირანს სდებს იმის გამო, რომ მან ჰორმუზის სრუტე არ გახსნა.

დღის ამბები