20 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის განცხადებები არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება დაემართოს უცხოური გავლენის აგენტს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია გარედან მიღებული დავალება - არჩილ გორდულაძე

პოლიტიკური განხილვის თემაა ოპოზიციის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით. სახიფათო და მოღალატეობრივი გეგმა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის განცხადებებს.

"მორიგი დავალება უცხოური აგენტურისგან" - ეს არის "ქართული ოცნების" შეფასება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რადიკალური ჯგუფების მიერ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გეგმა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაციაა.

"ნიკა გვარამიას, სალომე სამადაშვილის და თამთა მიქელაძის, თუ სწორად მახსოვს მისი სახელი და გვარი, განცხადებები და ქმედებები არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება დაემართოს აგენტს, უცხოური გავლენის აგენტს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია გარედან მიღებული დავალება, რომლის მიხედვითაც დაიტესტა, რა დამოკიდებულება ექნებოდა საზოგადოებაში განცხადებას, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის ჩვენთვის ყოფილი ტკივილი, რომელიც უნდა იყოს მოშორებული. ეს ყველაფერი ისევ და ისევ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებია. საქართველო არის აღიარებული იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც არის საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო თანამშრომლობის მიერ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის ურყევი და უმნიშვნელოვანესია, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით, ურთიერთდახმარებითა და ურთიერთპატივისცემით აღდგეს ის ნდობა, რომელიც დაიკარგა 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენს ძმებსა და დებს შორის, ოს და აფხაზ დებსა და ძმებს შორის და როდესაც ამ კუთხით ხედავენ, რომ მაგალითად, გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, ისინი არიან ჩვეულებრივი მებრძოლები, ჩვეულებრივი ანტაგონისტები, რომელთა მიზანიც არის სახელმწიფო ინტერესის დაზიანება და ისინი, მათ შორის მზად არიან, რომ ჩვენი ისტორიული კუთხეებიც კი მოაშორონ საქართველოს, იმიტომ რომ ასეთია მათი პატრონის მითითება", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე.  

ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრავმული მეხსიერება, შემდეგ კი ურთიერთობის დალაგების საუკეთესო მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით, ყარაბაღი დათმო. სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის. 

დღის ამბები