20 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
ჩვენი ეროვნული ინტერესები გახლავთ პარტნიორობა დასავლეთთან, სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკასთან და ევროპასთან - ირაკლი ფავლენიშვილი

პრემიერის ვრცელი ანალიზის შემდეგ, ისტორიულ და დღევანდელ გეოპოლიტიკურ პროცესებს პოლიტიკოსები აფასებენ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ინტერესი, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს.

"ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ინტერესი, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს. ეროვნული ინტერესი იყო ის, რასაც აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა", მათ შორის, რომელიც იცავდა ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ეროვნული ინტერესები გახლავთ პარტნიორობა დასავლეთთან, სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკასთან და ევროპასთან. ჩვენ მოკავშირეებად ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვესახება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

დღის ამბები