20 აგვისტო 2026,   00:57
ვრცლად
პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისთვის ხვალ, 18:00 საათზე იწურება

პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

გასათვალისწინებელია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიოთ მათთვის სასურველი რაოდენობით საგანმანათლებლო პროგრამები.

გამოსაცდელებმა პროგრამების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციონ:

გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კონკრეტულ პროგრამაზე;

საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას;

საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასურს;

ქალაქს, სადაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.

დღის ამბები