20 აგვისტო 2026,   01:00
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ერისიმედს მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, სოფელ ერისიმედში ადგილობრივებს ივლისის სტიქიის შემდეგ სახლები და სარდაფები გრუნტის წყლით ეტბორებათ. ყოველი უხვი ნალექის შემდეგ, შესაბამისი სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა პრობლემის აღმოფხვრისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სოფლის მასშტაბური რეაბილიტაცია დაიგეგმა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრება, გზების და სანიაღვრე სისტემების მოწყობა, ასევე სოფლის სიახლოვეს არსებული მდინარეების კალაპოტების გაწმენდა-ფორმირება და გაბიონების განთავსება.

იმისთვის, რომ არ მოხდეს საზღვრისპირა სოფლიდან ახალი თაობის მიგრაცია, გარდა აღდგენა-გამაგრების სამუშაოებისა, ერისიმედში იგეგმება ახალი სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობაც.

სოფელ ერისიმედში ეკომიგრანტები მაღალმთიანი აჭარიდან და პანკისიდან, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩასახლდნენ. ამ ეტაპზე, სოფელში 300-ამდე ადამიანი რჩება, რომლებიც განახლების პროექტის დასრულების შემდეგ, გაუმჯობესებულ პირობებში იცხოვრებენ.

დღის ამბები