საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტ ტომოკო აკანეს და სასამართლოს უფროსი პროკურორის აბდულაი სეეს სანქცირებას გმობს და აღნიშნულ ზომებს სასამართლოსა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს.
განცხადება დიპლომატიური უწყების სოციალურ გვერდზე მინისტრის პრესსპიკერის სახელით გავრცელდა.
"საფრანგეთმა შეიტყო აშშ-ის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტისა და სასამართლოს პროკურატურის ოფისის ერთ-ერთი თანამშრომლის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.
აღნიშნული ზომები იმ სანქციებს ემატება, რომლებიც სასამართლოს 11 მოსამართლის წინააღმდეგ უკვე იქნა მიღებული.
საფრანგეთი გმობს სასამართლოს, მისი თანამშრომლებისა და მის მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნებისმიერი სახის მუქარასა და იძულებით ზომებს.
ასეთი ზომები წარმოადგენს თავდასხმას როგორც სასამართლოზე, ისე რომის სტატუტის 125 წევრ სახელმწიფოზე და ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს.
საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს სანქციების სამიზნედ ქცეულ მოსამართლეებს.
ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მისი თანამშრომლების მიმართ - 2025 წლის სექტემბერში სასამართლოს პრეზიდენტთან და 2026 წლის ივლისში პროკურორის მოადგილესთან შეხვედრებისას.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლი დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია. საფრანგეთი, ევროპელ პარტნიორებთან და რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სასამართლომ შეძლოს თავისი მისიის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გაგრძელება და უმძიმესი დანაშაულების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების უზრუნველყოფა,'' - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე