29 აგვისტო 2026,   11:15
ვრცლად
სამართალდამცველებმა აჭარაში საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დაკავებული, აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის ივნისიდან იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები