30 აგვისტო 2026,   13:21
ვრცლად
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების არჩევანი თითქმის თანაბრად იყოფა - ქვეყანა რეფერენდუმის შედეგების მოლოდინში

ისლანდია რეფერენდუმის შედეგების მოლოდინში - ამ დროის მონაცემებით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების არჩევანი თითქმის თანაბრად იყოფა.

ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 270 ათასი ამომრჩევლიდან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მხარი 49,9 პროცენტმა დაუჭირა, უარყოფით პოზიციას კი 50.1 პროცენტი აფიქსირებს. ხმების დათვლა კი ამ დრომდე გრძელდება.

კუნძულოვანმა სახელმწიფომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ჯერ კიდევ 2009 წელს, ფინანსური კრიზისისა და ისლანდიის საბანკო სისტემის კოლაფსის შემდეგ დაიწყო, თუმცა მოლაპარაკების პროცესი მთავრობამ 2013 წელს შეაჩერა.

დღის ამბები