შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის საპრეტენზიო განაცხადებისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას აქვეტყნებს.
მათი ცნობით, 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას გადახდილი საფასურის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მიმართვა შეუძლიათ იმ მაგისტრანტობის კანდიდატებს, რომლებმაც:
- განაცხადის წარდგენისას გადაიხადეს განსაზღვრულზე მეტი ოდენობის საფასური;
- საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;
- საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადეს საპრეტენზიო განაცხადზე;
- საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.
განაცხადები მიიღება
31 აგვისტოს 17:00 საათიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.