ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. სოფელ მამხუტში გზის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა.
ასევე, ქალაქ ბოლნისში აქტიურად მიმდინარეობს არსენ იყალთოელის, ბაგრატიონის, იმერეთის, ვაჟა-ფშაველასა და ჩოლოყაშვილის ქუჩების ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა საყრდენი კედლები, ღობეები და გარე განათების ქსელი.