07 სექტემბერი 2026,   18:20
ვრცლად
ინგლისში საპროტესტო აქცია დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა

ინგლისის ქალაქ პორტსმუთში გამართული აქცია დემონსტრანტებს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ფარები და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ადგილზე მოქალაქეები ნორმანდიის სანაპიროდან ქვეყანაში ნავით შემოსული მიგრანტების მიღებასა და განთავსებას აპროტესტებდნენ.

პოლიციამ დემონსტრაცია უკანონოდ გამოაცხადა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ, თუ ისინი არ დაიშლებოდნენ, დაკავებები დაიწყებოდა.

დღის ამბები