ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება. ამ დრომდე გამოკითხულია 10 პირი, რომელიც ამბობს, რომ საქმის სამართლებრივ დეტალებს არ იცნობს და ჯორბენაძესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგო.
გამოძიების კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე. მისი ინტერვიუ გარეჯის თემაზე ლაზარე ჯორბენაძესთან ადასტურებს, რომ ჯორბენაძეს არც კონკრეტული მტკიცებულება და არც არანაირი დოკუმენტი არ აქვს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ხელაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს "ქართული ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის დაზიანებას.
"რაც არ უნდა სამწუხარო იყო, იმის მიუხედავად, რომ ღარიბაშვილმა კონკრეტული დანაშაული აღიარა, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, დღეს ის სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის... ჩვენ, ამის პარალელურად, ვიხილეთ ღარიბაშვილის გათეთრების მცდელობა. რომ გადავხედოთ "ასავალ-დასავალის" გაზეთის წინა ნომრებს, იქ ნათლად ჩანს, როგორ ცდილობენ ღარიბაშვილის გამოძრომას ამა თუ იმ საქმეებიდან. შესაბამისად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ღარიბაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციის ერთ-ერთ მთავარ რგოლად აღმოჩნდა. თუმცა, ეს თავიდან იყო ტრაგიკული, მაგრამ ეს უკვე გადადის კომიკურ სიტუაციაში. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. ღარიბაშვილი მიზანმიმართულად ცდილობს "ქართული ოცნების" და პირადად ბიძინა ივანიშვილის დაზიანებას", - აცხადებს ირაკლი ხელაძე.