12 სექტემბერი 2026,   02:29
ვრცლად
ბარსელონაში, კატალონიის ეროვნული დღის წინ საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა

ბარსელონაში, კატალონიის ეროვნული დღის წინ საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ანტისაიმიგრაციო პარტიის მხარდამჭერები და მემარცხენე-ანტიფაშისტური მოძრაობების პროფკავშირების წევრები.

პოლიციამ კონფლიქტის პრევენციისთვის მოედანზე კორდონი მოაწყო და მხარეები ერთმანეთს 30-მეტრიანი დისტანციით დააშორა. სპეცრაზმმა აქტივისტების წინააღმდეგ ძალა და ხელკეტები გამოიყენა.

საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი, 7 დემონსტრანტის მიმართ კი დაწყებულია გამოძიება. შეტაკებების დროს დაშავდა 13 სამართალდამცველი.

დღის ამბები