თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის პროცესი მიმდინარეობს. დღეს სხდომაზე თავად ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი დაიკითხება.
"გრიგოლ ლილუაშვილი, მოგეხსენებათ, რომ არცერთ ეპიზოდთან დაკავშირებით თავს არ ცნობს დამნაშავედ და იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ზოგადად, აჟღერებს ბრალდების მხარე ბრალის ფორმულირებაში, ემიჯნება სრულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივი დავის ფორმატში, ბუნებრივია, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი ისაუბრებს სწორედ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთანაც ფიზიკურად მას შეხება არ ჰქონია," - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.