ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი ოქტომბრის ბოლომდე გამოცხადდება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები სრულ თანხვედრაშია მთავრობის მიერ დაწესებულ გეგმა-გრაფიკთან.
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა:
"მოეწყობა სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. ეს იქნება 18 კილომეტრიანი ახალი სარკინიგზო ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. სრულად ხაზი იქნება ელექტროფიცირებული, იქნება თანამედროვე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და შესაბამისად, ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დააკავშირებს ანაკლიის პორტს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან,"- აცხადებს ლაშა აბაშიძე.