14 სექტემბერი 2026,   22:38
ვრცლად
სამომავლოდ უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმები, როგორ უნდა განვითარდეს ახალგაზრდობის პროგრამა, როგორც საზაფხულო ბანაკების, ასევე ახალგაზრდული ცენტრების კუთხით - გივი მიქანაძე

განათლების მინისტრი ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო. ბოლო ნაკადში იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ღონისძიებაზე გივი მიქანაძე სიტყვით გამოვიდა და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით უკვე განხორციელებულ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 12 ნაკადად განხორციელდა და სულ 2 880 ახალგაზრდას უმასპინძლა, მათ შორის, 720 სკოლის მოსწავლესა და 2 160 სტუდენტს.

"რამდენიმე ასეულმა ახალგაზრდამ სხვადასხვა უნივერსიტეტიდან წელს მიიღო მონაწილეობა ამ ბანაკში. აქ იყო შესაძლებლობა როგორც თემატური საკითხების განხილვის, ასევე მნიშვნელოვანი იყო ახალი მეგობრების შეძენა, ურთიერთობების დამყარება. სამომავლოდ ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს და განვითარდეს ახალგაზრდობის პროგრამა, როგორც საზაფხულო ბანაკების, ასევე ახალგაზრდული ცენტრების კუთხით", - აცხადებს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე.

დღის ამბები