13 სექტემბერი 2026,   15:00
ვრცლად
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეებმა ეროვნული პარლამენტის 349 დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა აირჩიონ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 გაიხსნა და ეგზიტპოლების შედეგები უბნების დახურვის შემდეგ მალევე გახდება ცნობილი.

"როიტერის" ინფორმაციით, არჩევნების შედეგები შვედეთისთვის შესაძლოა ისტორიული გახდეს. ბოლო ოთხი წელია ქვეყანას უმცირესობის მემარჯვენე ხელისუფლება მართავს, რომელიც ე.წ. Tidö კოალიციის პარტიებისგან შედგება - "შვედი პოპულისტების" მხარდაჭერით, რომლებსაც სამინისტრო თანამდებობები არ გააჩნიათ, მაგრამ პარლამენტში სამთავრობო წინადადებებს მხარს უჭერენ.

ბოლოდროინდელი გამოკითხვებით კი, ოპოზიციური პარტიების ბლოკი მცირე უპირატესობით უსწრებს მმართველ კოალიციას.

დღის ამბები