15 სექტემბერი 2026,   00:05
ვრცლად
ირაკლი კირცხალია: 40 000 ლარიანი ზღვარი გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

"40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება" - ამის შესახებ განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.

საქართველოში ქონების გადასახადის რეგულაციები იცვლება - როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით მიღებული ახალი ინიციატივის მიხედვით, არსებული 40 000-ლარიანი ზღვარი სრულად გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე შენარჩუნდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს შეადგენს ან აჭარბებს.

„მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები