17 სექტემბერი 2026,   00:50
ვრცლად
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე 17 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კონკრეტული გრაფიკისა და მისამართების შესახებ კომპანია "თელასი" ავრცელებს.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის-3 ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, იმედა კახნიაშვილის, ვიქტორ კუპრაძის, ჯავახეთის, თრიალეთის, ხომლელის და ქააძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს სამრეწველო ზონის, ლილოს დასახლების, მეფრინველეთა დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, სამგორის დასახლების, ელენე გოკიელის, ევგენი აფხაზავას, თენგიზ სტურუას, დავით კობახიძის, ზურაბ ნამორაძის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები