18 სექტემბერი 2026,   09:52
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა - მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მარიამ ქვრივიშვილმა დროებით რწმუნებულს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

ხაზი გაესვა ისეთ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი და თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა.

დღის ამბები