19 სექტემბერი 2026,   03:08
ვრცლად
მსჯავრდებულებსა და ეროვნული ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

მსჯავრდებულებსა და ეროვნული ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტული აქტივობის ხელშეწყობის მიზნით №17 პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს. სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის მიზნით, პენიტენციური დაწესებულებები აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ინვენტარით და მუდმივად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება.

"მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში სტუმრად გვყავდა შვიდი-შვიდზე ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები. მათსა და მსჯავრდებულებს შორის გაიმართა ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ამხანაგური ანგარიშით ფრედ დასრულდა. ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნიკა აბრამიშვილი.

დღის ამბები